06:12 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
144 0 0

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების 20%-მა დადებითი შედეგი აჩვენა. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული იმერეთში გამოვლინდა. მესამე ადგილზე ქვემო ქართლია

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 720 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 240 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით, დადებითი შედეგი ჩატარებული ტესტების 20%-მა აჩვენა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, აჭარა – 219, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, შიდა ქართლი – 156, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, გურია – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 158 183-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა 46 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1790-ს მიაღწია.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 956, აჭარაში – 881, იმერეთში – 1 409.

მძიმე მდგომარეობაშია 1 074 პირი (3,6%), მათ შორის, თბილისში – 500, აჭარაში – 149, იმერეთში – 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში – 220, აჭარაში – 51, იმერეთში – 55.

კლინიკურ-სასტუმროებში 3 077 ადამიანი მოთავსებულია, მათ შორის 1 080 – თბილისში, 1 386 – აჭარაში, 297- იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს კურსს გადის 19 781 პირი (67%).

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში – 17.

თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 769 პირი, აჭარაში – 9 190, იმერეთში – 6 167.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 327 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები