სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 31 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Nika Latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონის ხუთ კოვიდ-კლინიკაში 295 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 113 პაციენტი.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
COVID-19-ის სტატისტიკა საქართველოში: კოვიდ-კლინიკებში პაციენტების 22% მკურნალობს

მათივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 113 პაციენტი.

ბოლო დღეღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა რეგიონში 192 ადამიანს შეადგენს.

რეგიონის ხუთ კოვიდ-კლინიკაში 295 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა - ერთი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო მეორე - სენაკის კლინიკა „სენამედში“.

რეგიონში არსებული კოვიდ-კლინიკების მიხედვით სიტუაცია შემდეგია:

  • რუხის კლინიკაში იმყოფება 156 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 10 პაციენტი, საშუალო სიმძიმის - 70.
  • „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 8, მძიმე - 5.
  • ფოთის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ -პაციენტი, მათ შორის მძიმე - 12 პაციენტი.
  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - 32 პაციენტი, მათ შორის მძიმე - 4.
  • აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 907-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 187 006-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 154 241 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 780), გარდაიცვალა – 1 744  (ბოლო 24 საათში – 50), კარანტინის რეჟიმშია 1 012, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 817 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 227 ადამიანი იმყოფება.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0