COVID-19-ის სტატისტიკა საქართველოში: კოვიდ-კლინიკებში პაციენტების 22% მკურნალობს

© AP Photo / Emilio Morenattiკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 907-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 187 006-ს მიაღწია.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 907 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 588 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტების თითქმის 21%-ის შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 599, აჭარა – 333, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 299, ქვემო ქართლი – 263, შიდა ქართლი - 263, კახეთი – 243, გურია - 114, სამცხე-ჯავახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი: „აშშ-ში ვაქცინაცია სულ მცირე 24 საათში დაიწყება“

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა 50 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1744-ს მიაღწია.

ამ დროისათვის საქართველოში 30 995 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6 817 პაციენტი (22%), მათ შორის, თბილისში – 2 925, იმერეთში - 1 377, აჭარაში - 910.

მძიმე მდგომარეობაშია 1 165 პაციენტი (3,8%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 442 პირი, მათ შორის თბილისში - 209, იმერეთში - 59, აჭარაში - 54.

კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3 227 ადამიანი, მათ შორის 1111 - თბილისში, 1 506 - აჭარაში, 307 - იმერეთში.

ბინაზე 20 951 პირი მკურნალობს (67,6%).

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1 012 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 280, აჭარაში - 145, ხოლო იმერეთში - 28. თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 098 პირი, აჭარაში - 9 912, იმერეთში - 5 828.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3907-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 187 006-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0