საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.694-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 150.461 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.129), კარანტინის რეჟიმშია 1.017, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.881 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.400 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0