საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა COVID-19-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

© photo: Government of Georgia / FB საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური ტესტირების პროგრამის შედეგები, კლინიკური სასტუმროების რესურსები და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესი – ის მთავარი საკითხებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელა.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. როგორია მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის შედეგები, კლინიკურ სასტუმროებში არსებული რესურსები და როგორ მიმდინარეობს შეზღუდვების აღსრულების პროცესი, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერმა ჯანდაცვის ექსპერტებთან ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებაზე იმსჯელა>>

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო დღეების განმავლობაში დღე-ღამეში 20-21 ათასი ტესტი ტარდება. მთავრობაში ასევე პოზიტიურად აფასებენ ფაქტს, რომ ტესტირების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად ბოლო პერიოდში ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი არ გაზრდილა.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: ინფიცირებულთა მატება არ გვაქვს, ვირუსი შეკავებულია

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებით ტესტის ჩატარება. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი კლინიკები საქართველოს მასშტაბით 230-ს აღემატება, რომელთა ნახვაც ამ ელექტრონულ მისამართზეა შესაძლებელი. 

საკოორდინაციო საბჭოზე ასევე განიხილეს სეზონური გრიპების მოახლოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ვაქცინაციის პროცესი მაღალი რისკის ჯგუფებში. საბჭოს წევრებმა რეკომენდაციით მიმართეს ტაქსის მძღოლებსაც, რომ ჩაიტარონ სეზონური გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია, რათა მათი და მათი მგზავრების ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

საბჭოს წევრები სხდომაზე კოვიდ-ვაქცინაციის პროცესის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსაც შეეხნენ, რომელიც როგორც ვაქცინის დროულად შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკის კუთხით აქტიურად გრძელდება.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინა>>

„გარდა „კოვაქს–პლატფორმისა“, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: სიფრთხილეა საჭირო, თორემ საახალწლოდ კიდევ უფრო დიდი პიკი იქნება

მათი ცნობით, საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება.

სხდომაზე საუბარი შეეხო პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებას. ასევე ხაზი გაესვა ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელთა შეფასებით, შეზღუდვების მოხსნისას მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომების გამოყენება და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილება.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ყველა რეკომენდაციის დაცვისა და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0