ცნობილი მომღერალი ამერიკაში საცხოვრებლად გაემგზავრა. რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. მან ოცნება აიხდინა, ქალიშვილი ამერიკაში გააჩინა. ახლა კი საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობს.
View this post on Instagram
რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას მაინც ცდილობს.
სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავს მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.
View this post on Instagram
მან დღემდე უპასუხოდ დატოვა მრავალი კითხვა, რომელიც „ფანებს“ მოსვენებას არ აძლევს. სამაგიეროდ სოფო საკუთარ თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის „სთორებით“ ეკონტაქტება და დავიწყების საშუალებას არ აძლევს. მან ამერიკულ ეზოში გადაღებული რამდენიმე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელზეც სიმშვიდე და ჰარმონია განსაკუთრებულად იგრძნობა.