კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

© REUTERS / Aly Songეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია.

თბილისი,  9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.734 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.637 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, შემდეგ კი აჭარა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 823, აჭარა – 489, შიდა ქართლი – 381, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 377, ქვემო ქართლი – 372, კახეთი – 328, მცხეთა–მთიანეთი – 143, გურია – 93, სამცხე-ჯავახეთი – 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18. 
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.895 პირი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 145.287-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში 38 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 1.614 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 27.456 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.900 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.025, აჭარაში – 998, იმერეთში – 1.325.

1.147 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 406 პირი, მათ შორის, თბილისში – 215, აჭარაში – 31, იმერეთში – 52. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.689 ადამიანი, მათ შორის 1.158 – თბილისში, 1.846 – აჭარაში, 309 – იმერეთში. 16.867 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.126 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 204, ხოლო იმერეთში – 27.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.430 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20.183 პირი, აჭარაში – 10.441, იმერეთში – 5.409.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0