საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.614-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 145.287 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.895), კარანტინის რეჟიმშია 1.126, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.900 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.689 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0