COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© REUTERS / HENRY ROMEROტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 145.287 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.614, კარანტინის რეჟიმშია 1.126, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.900 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.689 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 145.287 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.895), გარდაიცვალა – 1.614 (ბოლო 24 საათში – 38), კარანტინის რეჟიმშია 1.126, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.900 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.689 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0