Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კაცის საცვალს ჰგავს“ – ხატია წერეთლის ჩაცმულობას სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ

© photo: Xatia Tzereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში სკანდალური ქართველი მომღერლის ჩაცულობა გააკრიტიკეს. ნახეთ რა აცვია ხატია წერეთელს ახალ ფოტოზე.

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალი ისეთი უნდა იყოს, რომ მამაკაცის გულს კი არა, საათსაც აჩერებდეს, თუმცა მას მხოლოდ საათების გაჩერება გამოსდის, რადგან ნებისმიერ ადგილზე, სადაც დიდ დროს ატარებს, ყველა საათი ფუჭდება 2-3 დღეში.

ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, რომელიც, ალბათ, მომღერლის გასაკვირად, მის ჩაცმულობას ეხება. „ისე ფოტოგრაფს უნდა ეთქვა, რომ ეს კაბა ერთი შეხედვით კაცის დიდ ტრუსიკს გავს“, „ხატია, თუ მოგინდება ლამაზი და სექსუალური კაბების შეკერვა, მობრძანდი, ჩვენ შეგიკერავთ, თან ვიჭორაოთ, თან ვკეროთ“, – უწერენ მომღერალს.

 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ მომღერალმა ყოფილი შეყვარებულის შემცვლელი იპოვა. „შენი წყალი გადმოგვსხმოდეს“, – უწერდნენ ხატიას კომენტარებში, თუმცა მოგვიანებით მომღერალმა ყველაფერს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ კვლავ მარტოა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირი გაილამაზა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0