ამირან გამყრელიძე კორონავირუსგადატანილ პირებს მიმართავს

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის აცრა
გრიპის აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას სეზონური გრიპებიც დაერთვის.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსგადატანილმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: გრიპის ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა, სასურველია ყველა ორსული აიცრას

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად უკვე B ტიპის გრიპის ვირუსიც ცირკულირებს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგოდ ვაქცინის ჩატარებისკენ, განსაკუთრებით, ორსულებს და რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს.

„ორივე რესპირაციული ვირუსია, მაგრამ B ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი – სულ სხვა. კორონავირუსგადატანილ პირს შეიძლება ასევე გრიპის ვირუსი შეხვდეს. ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ სასურველია პირველ რიგში კორონავირუსული ინფექცია გამოირიცხოს, რისთვისაც საჭიროა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება. თუ კორონავირუსი გამოირიცხა, მაშინ, დიდი ალბათობით, სახეზეა სხვა რესპირაციული ვირუსი, დასძინა გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პირბადის ტარება მოსახლეობას დაიცავს როგორც გრიპის, ისე კორორნავირუსის ინფექციისგან.

საქართველოს მთავრობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის ყოველწლიურად ყიდულობს. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი. 

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს, რომლით სარგებლობაც საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია – ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ფასიანია. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

შემოდგომის დადგომისთანავე საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ფასიანი ვაქცინების მარაგი მალე ამოიწურა.

გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ წელს 235 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა, აქედან გამოყენებულია მხოლოდ 170 ათასამდე დოზა.

საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, იგი ისეთივეა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტაციის დაცვა, პირბადის ტარება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს კი ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0