Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოსო პავლიაშვილმა ჯვარი დაიწერა – ნახეთ როგორი ქორწილი გადაიხადა წყვილმა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისოსო პავლიაშვილი მეუღლესთან ერთად
სოსო პავლიაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსო პავლიაშვილი უკვე 20 წელია ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა.

სოსო პავლიაშვილის და ირინა პატლახის წყვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ოჯახი შექმნეს და უკვე 20-წლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება აკავშირებთ.

 

ირინას მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან პავლიაშვილს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა მან მოახერხა ირინას მშობლების დარწმუნება. ახლა მათი უფროსი ქალიშვილი ელისაბედი 16 წლისაა, ხოლო სანდრა – 12-ის.

წყვილს ხელი ამ დრომდე არ მოუწერია, სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერეს და ონლაინ სუფრაც გაშალეს. ამის შესახებ პავლიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.

View this post on Instagram

A post shared by @mir_znamenitostei

„რამდენიმე დღის წინ, ღვთის შეწევნით, დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში“, – ამბობს სოსო. ცერემონიას ესწრებოდნენ წყვილის ქალიშვილები და სოსო პავლიაშვილის უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევანი.

ყველა ახალი ამბავი
0