ტიკარაძე: გარწმუნებთ, სასტუმროებში გვაქვს მკურნალობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 911 აქტიური შემთხვევაა, აქედან კოვიდ-სასტუმროებში 3 744 პაციენტია მოთავსებული.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. კოვიდ–სასტუმროებში პაციენტის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იქ განთავსებაზე უარს ამბობენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ჯანდაცვის უწყების მიერ შეთავაზებულ კომპონენტებთან მიმართებით მეტი სანდოობა გამოიჩინონ.

„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ სასტუმროებში გვაქვს ყველა ის საჭირო კომპონენტი, რომელიც ექიმის გადაწყვეტილებით პაციენტს ესაჭიროება. როგორც ჟანგბადის კონცენტრატორები, ასევე მედიკამენტოზური მკურნალობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი საწოლფონდის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, კოვიდ-სასტუმროების დახმარებით ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალოდ 445 საწოლია თავისუფალი.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალია სტაციონარიდან გაწერების აქტივობა, თუმცა, სასტუმროების კომპონენტის დახმარებით, ის პაციენტები, რომლებიც პარასკევიდან მოითხოვდნენ სტაციონარიზაციას, ყველა განთავსებულია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია.

საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 25.911 აქტიური შემთხვევიდან კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.744 ადამიანი, ხოლო საკარანტინო სივრცეში 1.267 პირი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0