საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატი
ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 321-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 162 475 -ს მიაღწია.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 504-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 321-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 162 475 -ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 133 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 301), კარანტინის რეჟიმშია 1 282, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 897 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 969 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0