თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 321-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 162 475 -ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 133 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 301), გარდაიცვალა – 1 504 (ბოლო 24 საათში – 42), კარანტინის რეჟიმშია 1 282, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 897 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 969 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.