გამყრელიძე: ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ახლა დამნაშავეების ძებნის დრო არ არის

© photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia / FBამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე პრესკონფერენციაზე
ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგის თქმით, ნოემბერში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობა უკვე პირველ ადგილზე იყო და გულსისხლძარღვთა დაავადებებს გაუსწრო

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები არსებობს, მაგრამ ახლა დამნაშავის ძებნის დრო არ არის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV Pirveli-ს ეთერში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდამ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები გამოიწვია: ინფიცირებულები ხშირად ვერ იღებენ ექიმის კონსულტაციას და კლინიკაში მოხვედრას ვერ ახერხებენ.

„მესმის, რომ ბევრი ხარვეზია და ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. ამ ტიპის გამოწვევას მარტო სახელმწიფო, ჯანდაცვა, ექიმები ვერ გაუმკლავდებიან, აქ ყველას პასუხისმგებლობა დგას. დღეს სისტემა ზღვარზე მუშაობს. დღესაც არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც კოვიდის არსებობის არ სჯერა. მძიმე დეკემბერი და იანვარი იქნება, ვიდრე საქართველოში ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, მანამდე ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღიარა, რომ კორონავირუსის მართვაში სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული.

„პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. ახლა ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან რთულია და არ არის იმის დრო, დავიწყოთ გარკვევა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ვინ რა შეცდომა დაუშვა - ამის დროც მოვა. არცერთი დიდი პროცესი არ მიდის ხარვეზისა და შეცდომის გარეშე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავის ჰქონია გამოცდილება ასეთ დიდ პანდემიასთან გამკლავებისა და ბრძოლის, მსოფლიოში ასეთი დიდი პანდემია 100 წლის წინ იყო და ვინც ამას მოესწრო, ის ხალხი უკვე აღარაა. უკვე 2 თვეა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ასეთ ძლიერ შემოტევას უძლებს, ხუმრობა ხომ არ არის დღეში 4-5 ათასი ინფიცირებული?!“ - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სიტუაცია სულ უფრო უარესდება.

„ნოემბერში ჩვენთან კორონავირუსით სიკვდილიანობა უკვე პირველ ადგილზე იყო და გულსისხლძარღვთა დაავადებებს გაუსწრო“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა >>

გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას წინასწარ გაიგონ თავისი ოჯახის ექიმების ტელეფონის ნომრები, ხოლო პრობლემების შემთხვევაში ჯანდაცვის და მთავრობის ცხელ ხაზებს დაუკავშირდნენ, რათა დახმარება დროულად მიიღონ.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგებმა საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება გამოაცხადეს. 15 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე დაავადებულთა რაოდენობამ 155 ათასს გადააჭარბა. ამ პერიოდში კორონავირუსს 1 443 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0