დევნილთა ოჯახებისთვის თბილისში 300 ბინას შეისყიდიან

© photo: Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia / FB120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა
120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ბინებს კონკურსის წესით შეისყიდის. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა კი წინადადებები დევნილთა სააგენტოში 14 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინებს კონკურსის წესით შეისყიდის.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

ბინის გასაღები - Sputnik საქართველო
სტიქიის შედეგად დაზარალებულ გოგონას აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება გუშინ დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში უნდა წარადგინონ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 283,3 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს: სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0