საჩხერის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ISO სერტიფიკატის მფლობელი პირველი კლინიკა გახდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიბავშვთა რეანიმაცია
ბავშვთა რეანიმაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩხერის სამედიცინო ცენტრმა, რომელიც პირველივე დღეებიდან არის ჩართული COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, სერთიფიკატი მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შედეგად  დაიმსახურა.

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. „საჩხერის სამედიცინო ცენტრს“ პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს სამედიცინო მომსახურების გაწევისას სხვადასხვა მიმართულებაში უმაღლესი სტანდარტის დაცვისთვის  ISO  სერტიფიკატი მიენიჭა, იუწყება სამედიცინო დაწესებულება თავის Facebook-გვერდზე.

საუბარია შემდეგ მიმართულებებზე: ქირურგია, პედიატრია, გინეკოლოგია, თერაპია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ჰემოდიალიზი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებები, ინფექციური დაავადებების მკურნალობა, აგრეთვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის მომსახურება.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება

აღნიშნული გადაწყვეტილება BSI-ს საერთაშორისო ჯგუფმა მიიღო. შესაბამისად,  საჩხერის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ISO სერტიფიკატის მფლობელი პირველი კლინიკა გახდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ სამედიცინო დაწესებულებების სიაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. აღსანიშნავია, რომ კლინიკა პირველივე დღეებიდან არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ISO (International Organization for Standardization) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ორგანიზაციისა და საწარმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნებს აღწერს.

ISO გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0