COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 129 210 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 306), გარდაიცვალა – 1 462  (ბოლო 24 საათში – 37), კარანტინის რეჟიმშია 1 325, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 768 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 4 067 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 158 154-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 129 210 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 306), გარდაიცვალა – 1 462  (ბოლო 24 საათში – 37), კარანტინის რეჟიმშია 1 325, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 768 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 4 067 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0