სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 408 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 407 პაციენტი, ხოლო საკარანტინო სივრცეში 79 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი რიცხვია, რაც კი დღემდე გამოვლენილა რეგიონში 24 საათის განმავლობაში, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ახალი შემთხვევებიდან მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადის 156 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის 80-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა; ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 12. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 8. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს 14 პაციენტი, ხოლო აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში – 12 ადამიანი.

სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 407, ხოლო საკარანტინო სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.068-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152.704-ს მიაღწია. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 1.959 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, შემდეგ კი აჭარაა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2.336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 126.904-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.425 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0