Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამაჩემს არ გაუკეთებია ჩემთვის იმდენი, რაც ზურამ გააკეთა“ – ნინი ქარსელაძე მამინაცვალზე

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ქარსელაძე მამინაცვალს ზურა ხაჩიძეს საჯაროდ უხდის მადლობას იმ ყველაფრისთვის, რაც ამ უკანასკნელმა მისთვის 23 წლის მანძილზე გააკეთა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე აცხადებს, რომ მისთვის მამინაცვალმა, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ უფრო მეტი გააკეთა ცხოვრებაში, ვიდრე მამამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიღუპა. ნინის თქმით, ფაქტობრივად ზურამ გაზარდა და მის მიმართ არასდროს ყოფილა მკაცრი და არასამართლიანი.

„მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა ხათუნასი, მერე თავისი და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და მადლობა ყველაფრისთვის, რაც მას ჩემთვის 23 წლის მანძილზე გაუკეთებია“, – განაცხადა მომღერალმა თოქშოუ „პროფილში“.

ნინის თქმით, განსაკუთრებით მან და ზურამ ერთმანეთი დედის ხათუნა ჟორდანიას ავადმყოფობის გაგების შემდეგ გააძლიერეს. ცნობილია, რომ მომღერლის დედას წელიწად-ნახევრის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მანამდე რამდენიმე თვით ადრე მომღერალმა მამაც დაკარგა. თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა და შემდეგ გარდაიცვალა.

მომღერალმა ამ ამბიდან რამდენიმე თვეში გაიგო, რომ მის დედას ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება.

ყველა ახალი ამბავი
0