Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სად წაიღეთ მშვენიერი თმა?“ – ევა ბარბაქაძემ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა – ფოტო

© Facebook / Eva Barbaqadzeევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის შეუდარებელი გარდასახვა. მორიგი ექსტრავაგანტული „ლუქი“ და აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები. როგორ გამოიყურება და რა ვარცხნილობას ანიჭებს უპირატესობას ულამაზესი გოგონა?

ყველაფერი უხდება – ასე აფასებენ ევა ბარბაქაძის სტილს. თინეიჯერი გოგონას მორიგმა ექსპერიმენტმა მოწონება დაიმსახურა. მან გრძელი თმა შეიჭრა და უახლეს ფოტოზე, რომელიც ევამ Instagram-ზე გამოაქვეყნა, ახალი იმიჯი აქვს.

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს.

შორენა ბეგაშვილი, თავის მხრივ, ულამაზეს ქალიშვილს ყველაფერში ეხმარება. მათ საკმაოდ მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა დედამ სტუდენტ ქალიშვილს მანქანაც აჩუქა.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა.

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს, ამას მშვენიერი ევაც აღნიშნავს. მის სურათებს მამის საუკეთესო მეგობრები ხშირად ეხმიანებიან. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიანიჭა უპირატესობა.

ყველა ახალი ამბავი
0