02:32 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
78 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.260 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.676 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 591, აჭარა – 525, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 294, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 134, გურია – 131, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2.947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124.568-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 45 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.387 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 21.655 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.561 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.843, იმერეთში – 1.255, აჭარაში – 1.043.

1.027 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 390 პირი, მათ შორის, თბილისში – 206, აჭარაში – 45, იმერეთში – 43. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.867 ადამიანი, მათ თბილისში – 1.283, აჭარაში – 1.997, იმერეთში – 332. 11.227 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 478, აჭარაში – 970, ხოლო იმერეთში – 31.

თვითიზოლაციაში იმყოფება 50.544 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.675 პირი, აჭარაში – 11.775, იმერეთში – 5.080.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები