საქართველოში კოვიდ–პაციენტების მკურნალობა განახლებული გაიდლაინით მოხდება

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაცია
რეანიმაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისზე, აჭარისა და იმერეთის რეგიონებზე მოდის, სადაც შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვებით გამოიხატება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მძიმე კოვიდ–პაციენტების მკურნალობის პროტოკოლი იცვლება – ძალაში ახალი გაიდლაინი შედის, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
რამდენ ხანში გამოიღებს შედეგს ლოკდაუნი: ცერცვაძის ვარაუდი

განახლებული გაიდლაინი დაახლოებით ორ კვირაში გამოქვეყნდება. ახალი წესების თანახმად, ექიმები მაქსიმალურად შეეცდებიან პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ინფიცირებულ პაციენტებში ჟანგბადის გაძლიერებულად მიწოდებას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ინტუბაციას.

„შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ რეანიმაციაში შემცირდეს ინტუბაციის რაოდენობა, რადგან კოვიდ–პაციენტებში ინტუბაცია გადარჩენის საუკეთესო საშუალება არ არის. ბევრ კლინიკაში უკვე ხორციელდება ინტუბაციის ნაცვლად ჟანგბადის გაძლიერებული, მაღალი ნაკადით მიწოდება. ბუნებრივია, ეს აისახება პროტოკოლსა და გაიდლაინებშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცვლილებებია პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაშიც, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ მისი მიღება მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის იყო რეკომენდებული, ახლა ირკვევა, რომ აღნიშნული მედიკამენტის მიღება დაავადების საწყის ეტაპზეა უკეთესი. 

პაციენტი - Sputnik საქართველო
სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნება: რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ

„ეს ანტივირუსული პრეპარატია და ყველა ანტივირუსული მედიკამენტი იმ სტადიაზეა ეფექტური, როდესაც ვირუსის რეპლიკაცია ხდება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე ამტკიცებს, რომ „რემდესივირი“ საქართველოში ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკებში სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების პრობლემა აღარ იქნება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობისა და მარაგების შევსების პროცესში.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, საქართველომ თურქეთში შეიძინა ჟანგბადის 10 ახალი გენერატორი, თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. ორი აპარატი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში. დანარჩენი კი დეკემბრის შუა რიცხვებში ჩამოვა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და სხვა კლინიკებში გადანაწილდება.

ყველა ახალი ამბავი
0