თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.387-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 124.568 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 1.974, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.561 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.867 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.