01:58 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
113 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 124.568 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.387, კარანტინის რეჟიმშია 1.974, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.561 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.867 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 124.568 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.947), გარდაიცვალა – 1.387 (ბოლო 24 საათში – 45), კარანტინის რეჟიმშია 1.974, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.561 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.867 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები