ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე სეზონური გრიპებიც დაერთვება.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციაზე რისკ–ჯგუფში შემავალ პირთა მხრიდან დაბალი მომართვიანობაა, ამიტომაც ვაქცინა პრაქტიკულად ყველასთვის ხელმისაწვდომია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის ყოველწლიურად ყიდულობს. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი. 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა - Sputnik საქართველო
ვინ დაემატა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკ-ჯგუფებს

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს, რომლით სარგებლობაც საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია – ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ფასიანია.

შემოდგომის დადგომისთანავე საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ფასიანი ვაქცინების მარაგი მალე ამოიწურა.

გამყრელიძის განმარტებით, წელს სახელმწიფომ 235 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა, აქედან გამოყენებულია მხოლოდ 160 ათასი დოზა. ამასთან, კერძო სექტორმა, თავის მხრივ, წელს გრიპის საწინააღმდეგო 70 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა.

„ბრძანებაში ცვლილება ორჯერ შევიტანეთ იმასან დაკავშირებით, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია თითქმის ყველასთვის. ვისაც გსურთ, მიბრძანდით... აცრის გაკეთება შეუძლია ყველას, რამდენადაც, სამწუხაროდ, მომართვიანობა მაღალი არაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, იგი ისეთივეა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტაციის დაცვა, პირბადის ტარება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0