13:30 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (358)
71 0 0

ბავშვებმა, რომლებსაც დღეისათვის არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, შესაძლოა, განათლების მიღება ვერ შეძლონ

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა 15%-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ნათქვამია UNICEF-ის ვებგვერდზე.

სოციალური ქსელებიდან სამსახურის ძიებამდე - რისთვის იყენებენ ინტერნეტს საქართველოში >>

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის, ჰასან ჰალილის თქმით, ინტერნეტთან წვდომის არარსებობა ბავშვებს და ახალგაზრდებს ხელს უშლის იყონ კონკურენტუნარიანები თანამედროვე პირობებში.

„ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან, ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა COVID-19-ის გამო ხდება, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს“, - განაცხადა ჰალილმა.

საქართველოში სკოლების დახურვა შეეხო 661 500 ბავშვს, რომლებსაც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწიათ, ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში „რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?“ ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვები ხელმოკლე ოჯახებიდან  საკუთარ თანატოლებს კიდევ უფრო მეტად ჩამორჩებიან.

UNICEF-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ დღეისათვის მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვთა ორ მესამედს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ანალოგიური მაჩვენებელი ფიქსირდება 15-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში ყოველდღიურად 3-4 ათასი ახალი ინფიცირებული ვლინდება. ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე.

თემები:
განათლება საქართველოში (358)

მთავარი თემები