22:16 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (357)
56 0 0

საქართველოს სკოლებში მასწავლებელთა უმრავლესობა ქალია, ხოლო მამაკაცების რაოდენობა 13 პროცენტზე ნაკლებია.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 2020–2021 სასწავლოს წლისთვის, რომელიც სექტემბერი–ივნისის პერიოდს მოიცავს, საქართველოს სკოლებში 62 699 მასწავლებელია დასაქმებული. ამაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები მეტყველებს.

ეს მაჩვენებელია გასული სასწავლო წლის მაჩვენებელზე 1,7%-ით ნაკლებია. მაშინ სკოლებში თითქმის 64 ათასი მასწავლებელი მუშაობდა.

მასწავლებლების უმრავლესობა ქალია – 87,2%, შესაბამისად, მამაკაცების რაოდენობა 12,8%-ს შეადგენს.

ამასთან, სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა 2,7%-ით გაიზარდა. გასულ წელს სწავლობდა თითქმის 593 ათასამდე ბავშვი, ხოლო წელს – 609,1 ათასი. მოსწავლეთა უმეტესობა ბიჭია – 52,1%, დანარჩენი გოგონაა.

მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა – 90,1% საჯარო სკოლაში სწავლობს, დანარჩენი – კერძო სკოლაში.

სკოლა 2020 წელს დაამთავრა 88.554-მა მოსწავლემ, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2,4%-ით ჭარბობს. სკოლადამთავრებულთა შორის ასევე ჭარბობენ ბიჭები – 52,5%.

საქართველოში 2020–2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებული იყო 2 309 სკოლა. აქედან 2 089 სახელმწიფო და 223 – კერძო. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით სკოლების რაოდენობა შემცირდა – ოთხი სკოლა დაიკეტა.

თემები:
განათლება საქართველოში (357)

მთავარი თემები