Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენი წყალი გადმოგვსხმოდეს“ – ხატია წერეთლის რომანტიკულმა ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

© Photo: Xatia wereteli / FBხატია წერეთელი
ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია წერეთელმა ყოფილი შეყვარებულის შემცვლელი მალევე იპოვა. ნახეთ ვინ არის მისი რჩეული და რა ფოტო ვრცელდება.

მომღერალი ხატია წერეთელი საყვარელ მამაკაცთან დაშორებას, როგორც ჩანს, აღარ განიცდის და მისი შემცვლელიც მალევე იპოვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, საიდანაც ირკვევა, რომ ის კვლავ შეყვარებულია. „შენი წყალი გადმოგვსხმოდეს“, – უწერენ ხატიას კომენტარებში.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირი გაილამაზა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა მისი ეროტიკული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

ყველა ახალი ამბავი
0