23:27 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2787)
623 0 0

დიზაინერმა რამდენიმე ემოციური ვიდეოთი „ფოლოვერები“ გაანებივრა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეტანება საჭმელად პატარა ნიკოლა ნაძვის ხის სათამაშოებს.

ანუკი არეშიძის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგი გულახდილი ემოციებით დატვირთული ვიდეო გამოჩნდა. ვიდეოს მთავარი გმირი ისევ ნიკოლა კალაძეა, რომელიც ნაძვის ხის სათამაშოებს საჭმელად ეტანება. „არ იჭმევა“, – ეუბნება ნიკოლას დედა, თუმცა ბიჭუნა მას არ უსმენს.

კალაძეების დიდ ოჯახში ნაძვის ხე და საახალწლო განწყობა რამდენიმე დღეა დგას. ცნობილი დიზაინერი ზღაპრულ გარემოს ხშირად უზიარებს „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი გადატვირთულ გრაფიკს დაუბრუნდა, თუმცა პატარა შვილს ძალიან დიდ დროს უთმობს.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2787)

მთავარი თემები