22:09 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1314)
67 0 0

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ პანდემია სწორედ ამ დროს და ამ ორი გზით დასრულდება.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული პანდემია 2021 წელს დასრულდება, თუმცა თავად ვირუსი არსად გაქრება, განაცხადა სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა რინატ მაქსიუტოვმა.

„ვირუსი დარჩება, მაგრამ პანდემია წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2021 წელს მოხდება“, — აღნიშნა მან Science Bar Hopping-ის ონლაინ–ფესტივალზე.

მაქსიუტოვის თქმით, პანდემია კლებაში მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს: ან მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანს დაავადებას, ან მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ. ეს ორივე შემთხვევა ხელს შეუწყობს კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის თქმით (სადაც შეიქმნა ერთ-ერთი რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა), საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი რაღაც მომენტში „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ გაქრება, არ შეიძლება.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1314)

მთავარი თემები