თბილისი, 1 დეკემბერია - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. თავდაპირველად ის კოვიდ-სასტუმროში მკურნალობდა, ხოლო ტემპერატურის მომატების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფიცირებული არიან გოგონას ოჯახის წევრებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 135.584-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 113.986 ადამიანი, გარდაიცვალა 1.267 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.