საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

© Government of Georgia photo : Government of Georgia / FBკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 216 ადამიანს და ინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 135 584, გამოჯანმრთელდა 113 986 პაციენტი.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.303-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 117 560 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 574), კარანტინის რეჟიმშია 1 978, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 366 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 708 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0