„საინტერესო პაციენტი ვიყავი" – თენგიზ ცერცვაძე სამუშაოს დაუბრუნდა

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმის გამოჯანმრთელება პრეპარატ „რემდესივირის“ დამსახურებაა. საქართველოში ჯერჯერობით პრეპარატი არ მოიპოვება, რის გამოც ცერცვაძეს იგი უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსი დაამარცხა და სამუშაოს დაუბრუნდა. ცერცვაძე სტაციონარიდან 28 ნოემბერს გაეწერა. 

Батумский фитнес - центр Реформер - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ინფიცირებიდან მეექვსე დღე მისი მდგომარეობა გართულდა და იგი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 72 წლის ექიმს თანმდევი დაავადება – არაჰოჯკინის ლიმფომა აქვს.

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. – 16 ნოემბრიდან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და, რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, ოთხი დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. იმავე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ, ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. შესაძლოა, „რემდესივირი“ არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“.

ცერცვაძე ასევე შეეხო ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. მისი თქმით, საქართველო არსებულ ვითარებას, გარკვეული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მეორე ტალღისთვის მზად არ იყო, ექიმის თქმით, ეს ტყუილია.

„რას ნიშნავს ჯანდაცვის სისტემა არ იყო ამისთვის მზად? ჯანდაცვის სისტემა მზად რომ არ ყოფილიყო იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში გარკვეულ დღეებში მსოფლიოში ერთ მილიონ მოსახლეზე ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, როგორ გავუმკლავდებოდით ამას?“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0