შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა

© photo : Reformerfitness / FBБатумский фитнес - центр "Реформер"
Батумский фитнес - центр Реформер - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯარიმების მიუხედავად ობიექტებმა აკრძალული საქმიანობა მაინს განაგრძეს. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო ორი დღის განმავლობაში გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, ორი დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე. აიკრძალა ფიტნეს-დარბაზების და აუზების საქმიანობა. გარდა ამისა, მოქმედებს სხვა მთელი რიგი შეზღუდვები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკრძალული საქმიანობის გამო ბათუმში 10 ათასი ლარით დაჯარიმდა რესტორანი შპს „დიანა“ – ე.წ. „კიდობანი“.

დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

ასევე, ბათუმში შპს „ონლაინ მეჯიქ“ ე. წ. „რეფორმერი ფიტნესი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

გარდა ამისა, თბილისში შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 10 ათასი ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს „და ჰაუს რეკორდს” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0