სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 400 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidzeზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი არის ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი, მეორე სოფელ ახალსოფლის მკვიდრი, 72 წლის პირი და მესამე კი სოფელ ცაიშის მკვიდრი 88 წლის მამაკაცი.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსი 400 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამივე პაციენტი ზუგდიდელია. ისინი რუხის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობას.

ერთ-ერთი მათგანი არის ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი, მეორე სოფელ ახალსოფლის მკვიდრი, 72 წლის პირი და მესამე კი სოფელ ცაიშის მკვიდრი 88 წლის მამაკაცი.

რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაშია 943 პაციენტი

ამავე პერიოდში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 4 426 დადასტურებული შემთხვევაა. 35 ადამიანი გარდაიცვალა, 3 721 პირი კი გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბრის მაჩვენებლით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული ჯამური მაჩვენებელია 132 368, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ამჯერადაც დედაქალაქშია (1 802) გამოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთი, დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლით ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0