სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს

© photo: Administration of Georgian Government / FBმთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი
მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ინფიცირების გაზდილი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ხვალიდან 24-დეკემბრამდე სავაჭრო ობიექტები მუშაობას აჩერებენ

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. თუ მთავრობას ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მისცემს, მაშინ დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი გადაიხედება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს – ექსპერტის მოსაზრება>>

დღეს თბილისში მდებარე ხუთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელებმა მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართეს და სთხოვეს, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს (მომხმარებლის დროში გადანაწილების თვალსაზრისით) და ინფექციის გავრცელების ალბათობას.

Торговый центр Galleria Tbilisi  - Sputnik საქართველო
სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ვიმუშაოთ

როგორც დოჭვირმა გადაცხადა, შეზღუდვების დაწესების მთავარი მოტივაცია პანდემიის გავრცელების შეჩერებაა.

„შესაბამისად, ეს რეგულაციები მოქალაქეების მობილობის შემცირებისაკენ არის მიმართული და ბალანსი დაჭერილია როგორც შეზღუდვებთან დაკავშირებით, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის. ამიტომ, თუ ეპიდემიური ვითარება ჩვენს საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა ეს საკითხი გადაიხედოს“, - განაცხადა დოჭვირმა.

ხუთშაბათს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში მათთვის შეზღუდვები მოიხსნება. 16-დან 31 იანვრამდე პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

კალაუბანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრი მატება დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი – 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0