ქუთაისში ახალი კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა

© photo: Sputnik / Tatyana Makeeva / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკაში
კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
101 წლის ქუთაისელი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებს. ის კლინიკაში 20 ნოემბერს ტემპერატურითა და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში COVID-19-სგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა, იუწყება „პირველი არხი“.

101 წლის პაციენტი ქუთაისის მკვიდრია.  

„ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია“, – განაცხადა სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა მაგდა კოსტავამ.

მოხუცის ხელი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის დამარცხება ნებისმიერ ასაკში შეიძლება – ქუთაისში 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

მაგდა კოსტავას თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდა.

რაც შეეხება დანარჩენ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს, კოსტავას თქმით, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდ-დადებითი პაციენტია, რომელთა შორის არიან როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები.

ქუთაისში გასულ კვირაში კორონავირუსის ინფექცია 102 წლის პაციენტმაც დაამარცხა, რომელიც კლინიკაში ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადაიყვანეს.

ვირუსთან გამკლავება ხანდაზმულებსაც შეუძლიათ: სათნოების სახლის 11 ბინადარი გამოჯანმრთელდა>>

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3–4 ათასს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ინფიცირებულია 118 690 ადამიანი. გარდაიცვალა 1 124 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0