საქართველოში ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

© photo: Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3–4 ათასის ფარგლებშია.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული „ლოკდაუნი“. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გეგმა ადეკვატურია - უცხოეთში მოღვაწე ჯანდაცვის ექსპერტები

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება შეზღუდვების შემოღების სხვადასხვა ვერსია. საუბარია შეზღუდვების 28 ნოემბრიდან შემოღებაზე, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა–ახალი წლის დღეების გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისის შემდეგ ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა, თუმცა ონლაინ–ვაჭრობა ნებადართული დარჩება. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, აიკრძალება სპორტდარბაზები, თუმცა იმუშავებს სილამაზის სალონები. 

სოსო ფხაკაძე - Sputnik საქართველო
სოსო ფკაკაძე: ლოკდაუნი ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უპირველესია

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონსულტაციები გამართა როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გასატარებელი დამატებითი შეზღუდვები იყო.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად 3–4 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1085 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0