COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© phhoto: Ministry of Health & Social Affairs of Ajara / FBბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 98.781 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.124, კარანტინის რეჟიმშია 2.037, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.165 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.920 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.801-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 118.690-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 98.781 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.124, კარანტინის რეჟიმშია 2.037, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.165 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.920 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0