„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 ნოემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და „ჩალისპირების“ დასახლების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და პიმენ ყურაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიის, თეიმურაზ ბატონივილის, მახვილაძის, ხუდია ბოჩალოელის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის და ნუგზარ კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, ბაღნარის, მონასტრის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0