17:30 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2775)
211510

სალომე ღვინიაშვილის ერთ-ერთმა ქალიშვილმა ფოტოსესიაზე იპოზიორა. ნახეთ როგორ გამოიყურება გოგონა, რომლის გამოც სალომე ღვინიაშვილი კარიერის დასრულებას და პოდიუმის შვილისთვის დათმობას აპირებს.

ტელეწამყვანი გადაღებების მიუხედავად ოჯახს დიდ დროს უთმობს. ფეხბურთელ მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ინტენსიურად მოგზაურობს და სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდს გლამურული ფოტოებით ავსებს. ფაქტია, რომ სალომე ღვინიაშვილი წლიდან წლამდე უფრო საინტერესო და წარმატებული ხდება.

ყოფილმა მოდელმა დიზაინერობა დაიწყო და უამრავი მოდის მოყვარული ქალბატონი სამოსებით გაანებივრა. ღვინიაშვილი ადრეულ ასაკში გათხოვდა. პირველ ქორწინებაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე მის წარუმატებელ ქორწინებაზე ბევრი საუბრობს. სალომეს უფროსი ვაჟი 17 წლის ასაკში შეეძინა, ორი გოგონა კი მოგვიანებით ცნობილი ფეხბურთელისგან გააჩინა.

სალომე ღვინიაშვილის ოჯახი გასაიდუმლოებული ფაქტის გამჟღავნების შემდეგ უფრო ცნობილი გახდა. სალომესთვის ფეხბურთელთან დაოჯახება საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რადგან ეს მისი მეორე ქორწინებაა. წყვილს საერთო ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. ღვინიაშვილს სოციალურ ქსელში ინდივიდუალიზმით აღსავსე ფოტოები აქვს.

სწორედ ეს არის მისი პირადი სივრცის ხიბლი. ტელეწამყვანის ვირტუალური სივრცე ერთ მიკრობლოგადაა გადაქცეული, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 205 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სალომეს რთული და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში მამაკაცზე გათხოვდა, რომელიც არ უყვარდა. სუპერ-მოდელს პირველი ქორწინებიდან ვაჟი შეეძინა. მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა.

ახლა კი მისი ცხოვრება ახალი ნათელი ფერებით აივსო. როგორც ჩანს, სალომე მოდის სფეროს ქალიშვილს - ტასო ხიზანიშვილს უთმობს. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე დაწერა და იხუმრა, რომ პენსიაზე გასვლას აპირებს. ტასო ხიზანიშვილი ფოტოსესიაზე საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება.

View this post on Instagram

A post shared by @tasokhizanishvili

აღსანიშნავია ისიც, რომ თინეიჯერი გოგონა ხელოვნებითაა დაკავებული, კერძოდ, ის შესანიშნავად ხატავს. გოგონას ინტერესის სფერო ახლა სამოდელო კარიერაა, რომელშიც შეუდარებელმა დედამ ჩართო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2775)

მთავარი თემები