04:11 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
67 0 0

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 115 ათასს მიაღწია.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3.071 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.314 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 523, იმერეთი – 264, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, გურია – 106, ქვემო ქართლი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 84, შიდა ქართლი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. 

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა ინფიცირებულები პირების რიცხვს აჭარბებს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95.581-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.085 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 18.197 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.145 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2.712, აჭარაში – 1.010, იმერეთში – 1.241.

886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 324 პირი, მათ შორის, თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42. ბინაზე 8.329 პირი მკურნალობს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში – 1.021, ხოლო იმერეთში – 33.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.936 პირი, აქედან თბილისში – 17.231 ადამიანი, აჭარაში – 13.768, იმერეთში – 4.951.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114.889-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები