პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.085-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0