პლუს 39: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.051-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.192 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.739 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0