17:30 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
68 0 0

ამ ეტაპზე საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებმა მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უფრო კომფორტულ პირობებში გაიარონ, მიიჩნევს მინისტრი.

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი არ იხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 1000-ზე მეტი ადამიანი.

„ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი საქართველოში არ განიხილება, რადგან გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია ასეთი ჰოსპიტლები/კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი, ითვლება, რომ გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის არ გაუწევიათ მომსახურება”, – აღნიშნა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

ტიკარაძის სიტყვებით, კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება, ძირითადად, საავადმყოფოების ბაზაზე, ასევე სასტუმროებში, სადაც მოქმედებს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცეტრატორების კუთხით.

„თუ ჩვენ ყველა კომპონენტის დაცვით, სწორად, დროულად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩვენმა პაციენტებმა უფრო მეტად კომფორტულ პირობებში გაიარონ მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები