13:18 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
12358 0 0

ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები და ვიდეოები განათავსა. ნახეთ როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა.

მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. მომღერალმა და ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა ხელი 20 ნოემბერს მოაწერეს, თუმცა A'Studio-ს სოლისტმა ფოტოები სოციალურ ქსელში სულ ახლახან განათავსა. ქეთას თეთრი დეკოლტირებული, ტანზე მომდგარი თეთრი კაბა ეცვა, ნეფე კი ტრადიციულ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

მომღერალი პირველად 2012 წელს გათხოვდა და ცოლად რუსეთში მოღვაწე ებრაელ მილიონერს, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა. მოგვიანებით წყვილი რეპერი გუფის სკანდალის შემდეგ დაშორდა, თუმცა ორივე ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქეთას ცხოვრებაში რეპერი მათი დაშორების შემდეგ გამოჩნდა. წყვილს ერთი შვილი - ოლივია გეიხმანი ჰყავს.

რაც შეეხებათ ქეთას და ლევ დენგოვს, მათ პირველი საერთო შვილი რამდენიმე კვირაში ეყოლებათ. ბოლო პერიოდის მანძილზე და მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ.

მომღერალმა გულანთებულ ფანებს სიახლე სულ რამდენიმე დღის წინ გაუმხილა. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ვიდეოკლიპში მოზრდილი მუცლით გამოჩნდა. ქეთამ პირველი შვილი 2015 წელს მოავლინა ქვეყნად, მეორეს კი ახლა ელოდება.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა, რომლისგანაც, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები