16:34 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8801

მოსკოვის ქართული ტაძრის ზარების ხმა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულზე – გიორგობაზე გაისმა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში სამრეკლო აღადგინეს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ინტერვიუში ქართული დიასპორის პრეს-მდივანმა ანდრო ივანოვმა განუცხადა.

ივანოვმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნა, რომ ქართული დიასპორისთვის ისტორიული მოვლენა მოხდა – თითქმის 100 წლის შემდეგ მოსკოვის ქართულ ტაძარში ზარები დაირეკა.

ივანოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ტაძრიდან ბოლშევიკებმა 1922 წელს ყველა ფასეული ნივთი გაიტანეს, ხოლო 1930 წელს ტაძარი საერთოდ დახურეს. რაც შეეხება სამრეკლოს, უცნობია როდის დაშალეს ის. გამოდის, რომ დაახლოებით ასი წელი ეკლესია არ ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში ტაძრის ტერიტორიის ნაწილი ეკლესიას დაუბრუნდა, მაგრამ სხვა ნაწილში ტექნიკუმი ფუნქციონირებდა. 2015 წელს ეკლესიას უკვე მთელი ტერიტორია გადაეცა.

ახლა სამრეკლოზე ამოტვიფრულია „23.11.2020“ – ესაა თარიღი, როდესაც სამრეკლოს აღდგენა დასრულდა. ანდრო ივანოვმა აღნიშნა, რომ მისი აღდგენა „არაგულგრილი ადამიანების“ წყალობით მოხერხდა.

„სამრეკლო არაგულგრილი მრევლის მხარდაჭერით აღდგა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვში მცხოვრები ქართველები ღვთისმსახურებას მშობლიურ ენაზე მოისმენენ, ხოლო სამრეკლოს აღდგენა ნამდვილი დღესასწაული გახდა. ეს ქართული დიასპორისთვის ისტორიული დღეა“, – განაცხადა ივანოვმა.

კონცერტი „გიორგობა მოსკოვში“ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო>>

ზარები ქართულ ტაძარში წმინდა გიორგის ხსენების დღეს – გიორგობაზე დაირეკა, რომელიც ქართველებისთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი რელიგიური დღესასწაულია.

მთავარი თემები