13:12 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2652)
363 0 0

მილიონერ ბუბა ქებურიას ვაჟი გაიზარდა და უფროს ძმას ძალიან დაემსგავსა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს ქებურიების რძალი ქეთი ჟღენტი.

მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში გიორგი ქებურიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სადღესასწაულო ტორტზე სანთლებს აქრობს. უმცროსი ქებურია 20 წლის გახდა და ვიზუალურად ძალიან დაემსგავსა ძმას – თოშა ქებურიას.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ძმებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ორი ვაჟის გარდა გოგონა – ლიკა, იგივე რია ქებურია ჰყავს, რომელიც ცნობილი დიზაინერია.

View this post on Instagram

A post shared by T.K. (@toisho27)

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში – საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერი გახლავთ, თუმცა დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა.

საზოგადოებისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი თორნიკესა და დიზაინერ ლიკა ქებურიას გარდა, ბიზნესმენს მესამე შვილიც ჰყავს, გიორგი, რომლის შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს.

ქებურიას ცხოვრების არასაჯარო წესის გამო უჩინარ ბიზნესმენსაც უწოდებენ. მისი ბიზნეს-ისტორიიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთის”, თბილისში რესტორან „ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელია, რუსეთში კი საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: „ტიფლისი“, „თავადი ბაგრატიონი“, „ტიფლისკი დვორი“, ბიზნეს-ცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ქებურ პალასი". მასვე ეკუთვნის პარიზში რესტორანი „ქართული სახლი“.

ყვითელი პრესისთვის ყველაზე პოპულარული ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას წყვილია. მათ ორი შვილი ჰყავთ. წყვი­ლს მე­ო­რე შვი­ლი სექტემბერში შეეძინა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის ქა­ლიშ­ვი­ლი წინა წელს შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია.

წყვილმა ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2652)

მთავარი თემები